"მიქაუტაძის ტრანსფერი ასე შედგა... ამბიციური გუნდი უნდა გვყავდეს!" - "ლიონის" სპორტული დირექტორი გიორგისა და კლუბის გეგმებზე

AutoSharing Option
"ლიონის" სპორტულმა დირექტორმა დავიდ ფრილომ Le Progrès-სთან ინტერვიუში გუნდის სამომავლო ამბიციებსა და გიორგი მიქაუტაძის განხორციელებულ ტრანსფერზე ისაუბრა.

"ოლიმპიკი" ამჟამად საწვრთნელ პროცესს ავსტრიაში გადის და ფრილოც გუნდთან ერთად იმყოფება. როგორც თავად ამბობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

"აუცილებელია, რომ ერთმანეთის გვერდით ვიყოთ, ერთად ვიცხოვროთ, ვჭამოთ, დავიძინოთ... ვაკეთებთ ერთობლივ აქტივობებს. სწორედ ასე იბადება ერთიანი კლუბი.

მიქაუტაძის ტრანსფერი ასე მოხდა... ჩვენ ავუხსენით მას, თუ რა პროექტი გვინდოდა განგვერხორციელებინა. მისი გადმობირება მართლაც მოულოდნელად მოხ
და, რადგან გიორგი სხვა გუნდში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.

ეს ჩვენი მისია იყო და ამას თავი წარმატებით გავართვით! დარწმუნებული ვიყავი, რომ მიქაუტაძის დაბრუნება შესაძლებელი იყო, მაგრამ ყოველთვის არის პატარა ეჭვები, რადგან ზოგჯერ ჩვენ ყველაფერს ვერ ვაკონტროლებთ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამბიციური გუნდი უნდა გვყავდეს! სხვანაირად წარმოუდგენელია, რადგან ეს "ლიონია"! ახლა კლუბში ყველა ადამიანის აზროვნება არის მომართული, რომ ვითამაშოთ და ვიცხოვროთ იმ ინსტიტუტის შესაბამისად, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია ფრანგულ ფეხბურთში", - თქვა ფრილომ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგია ლიოში რომ გადავიდა, უფრო ძლიერი გუნდი იქნება წელს ლიონი ვიდრე მონაკო. თან გიორგის ლიონში და სახლში თამაში ერჩივნა, ესეც მის მოტივაციაზე დადებითად იმოქმედებს.
dato
16:44 22-07-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული