საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველი ჯემალ ტაბიძე, რომელმაც ბერძნული "პანეთოლიკოსი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს.
ტაბიძემ კონტრაქტი მახაჩყალის "დინამოსთან" გააფორმა. ის რუსეთში ადრე "ურალისა" და "უფას" ღირსებას იცავდა.
ტაბიძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ზე იმყოფებოდა, მაგრამ არ უთამაშია.
რუსეთის დონე ისეთი დაცემულია ლამის ჩვენი ჩემპიონატის დონეზეა. განა რამდენით მეტს გიხდიან სხვა გუნდებზე რო ესე ხელი აიღო ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერაზე და მტრის ბანაკის ჩემპიონატში ითამაშო, რომლის დონეც კვიპროსისას ჩამოცდა უკვე და ქართველ ხალხს გული ატკინო.
ჯიგარი არა გაქვს? რამე კაცური არ გიდევს მაგ გულში?