ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
სამხრეთ კორეის "ულსან ჰიუნდაიმ" ოფიციალურად გვაუწყა, რომ ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე დაიმატა. ტრანსფერის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

26 წლის ქართველმა თქვა, რომ ახალ გუნდში გადასვლით დიდ მოტივაციას გრძნობს. იცის იმის შესახებ, თუ რამხელა სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა "ულსანში" მის ქართველ წინამორბედ ვაკო ყაზაიშვილს.

გიორგიმ აღნიშნა, რომ ახლა მისთვის მთავარი ადაპტაცია და შემდეგში გუნდის გამარჯვებებში წვლილის შეტანაა.

არაბიძის დებიუტი ახალ გუნდში, სავარაუდოდ, 10 აგვისტოს სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 26-ე ტურში შედგება, სადაც "ულსანი" "დაეგუს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
გილოცავ გიო! ყოᲩაᲦ, დიდი ხანია უნდა გაცლოდი ამ საᲨინელ ლიგას.
Mixa
10:51 31-07-2024
11
ყველამ თქვენი ცხოვრებით იცხოვრეთ და წარმატებას თუ არ უსურვებთ, საერთოდ ნუ აკომენტარებთ, წარმატებები კაი ბიჭია
გოგა
16:40 31-07-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული