"ჩაკვეტაძის ყურება მსიამოვნებს, გეტყვით, რატომ მეგონა, რომ კარში დაარტყამდა" - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერ ლიგის პირველ ტურში გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" გასვლაზე "მილუოლს" 3:2 სძლია. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი ქართველმა ფეხბურთელმა შეიტანა, როლმაც 55-ე წუთზე ულამაზესი საჯარიმო დარტყმით ანგარიში 0:2 გახადა.

მატჩის დასრულების შემდეგ "უოტფორდის" მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა და ჩვენებურზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"მან მოსამზადებელი ეტაპის ბოლო 3 შეხვედრასა და ასევე დღეს უმაღლესი კლასი აჩვენა. გიორგის კარგი მომენტი უდგას და ის არის ფეხბურთელი, რომლის თამაშისა და ვარჯიშის ყურება ძალიან მსიამოვნებს. 

მან შესანიშნავი საჯარიმო დარტყმა შეასრულა და მთლიანობაშიც ძალიან კარგი
იყო. ხარისხიანი გოლი და ხარისხიანი მთელი მატჩი - ასე შევაფასებდი მის ასპარეზობას.

ველოდი თუ არა, რომ ჩაკვეტაძე კარში დაარტყამდა? - დიახ, როდესაც დავინახე, რომ მარცხენა ფეხი ბურთს მოსცილდა, სწორედ ამის მოლოდინი მქონდა.

ეს იყო ძალიან მაგარი შესრულება, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემს თავზე მივიწერო. ჩვენ მთელი კვირის განმავლობაში 25 იარდიდან საჯარიმო დარტყმებზე ვმუშაობთ", - თქვა კლევერლიმ.

ინფორმაციისთვის, "უოტფორდი" შემდეგ შეხვედრას უკვე EFL CUP-ის ეგიდით 13 აგვისტოს გამართავს და "მილტონ კეინეს დონსს" დაუხვდება, ჩემპიონშიპის მე-2 ტურის შეხვედრაში კი 17 აგვისტოს "სტოკს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული