"ჩაკვემ" მაგრად დაიწყო
გაგვიჭირდება თქმა, "უოტფორდი" რამდენად ამბიციურ მიზნებს დაისახავს და პრემიერლიგაში გადასასვკელად იბრძოლებს, მაგრამ პირველი ტური ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგი იყო. გიორგი ჩაკვეტაძეს ბოლო დროს ბევრი არ გააქვს და ახლა შორეული, ულამაზესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა.
პირველმა ტურმა რაც გამოაჩინა, ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი უეინ რუნის "პლიმუთი" იქნება, "შეფილდი" კი აღზევებას ეცდება; იგივე მიმართება შეგვიძლია "ლუტონსა" და "ბარნლის" შორის გავაკეთოთ; "ბლექბერნი", "სანდერლენდი", სადაც ჯუდ ბელინგემის 18 წლის ძმა, ჯობი თამაშობს და "ვესტ ბრომვიჩი" ამბიციურები იქნებიან; "მიდლსბროს" კიდევ ერთი "მანჩესტერელი", მაიკლ კერიკი თავკაცობს.
უოტფორდელებს უახლოესი მატჩი "სტოკთან" საკუთარ "ვიქერიდ როუდზე" (22 200 მაყურებელი) აქვთ.
"კარლსრუემ" და ბუდუმ თუ ასე განაგრძეს...
ჯერჯერობით აქ ყველაზე კარგად "პადერბორნმა" დაიწყო. მოგეხსენებათ, მეორე ბუნდესლიგაში ბევრი სახელოვანი კლუბია - "შალკე", "ჰამბურგი", "კაიზერი", "ჰერტა"...
სანაკრებო პაუზამდე ზივზივაძე ჩემპიონატში მხოლოდ ორ მატჩს ჩაატარებს ("ელფსბერგი" და "ბრაუნშვაიგი"), დაბრუნების შემდეგ კი "შალკეს" ესტუმრება. ამასობაში, მათი რეალური ძალა გამოიკვეთება.
თუკი "ქოჩორა" არ წავა...
პირველ ტურში, 18 აგვისტოს, ვალენსიელები "ხიხონს" ესტუმრებიან. რაც შეეხება ქართველების დაპირისპირებას, ის 27 ოქტომბერს უნდა შედეგეს, როცა გიორგი წიტაიშვილის "გრანადა" "ლევანტეს" უმასპინძლებს.
"გრანადა" "ვილიარეალიდან" გამოცდილი ნახევარმცველით, მანუ ტრიგეროსით გაძლიერდა, "ეიბარიდან" მეკარე ლუკა ზიდანი (ზინედინის ვაჟი, რომელიც "რეალშიც" იყო) 500 ათას ევროდ შეიძინეს.
ქართელი ფეხბურთელების გუნდებს ამბიციების ნაკლებობა არ უნდა გააჩნდეთ...
იტალია
სერია "ა"-ში მთავარი ვარსკვლავი (ხვიჩა კვარაცხელია) გვყავს, იტალიის რანგით მეორე ლიგაში (სერია "ბ") კი შესაძლოა, სამმა ქართველმა ითამაშოს. ივა გელაშვილს "სპეციაში" ბევრი დრო არ ჰქონდა და ახალი გუნდის მოლოდინშია, ის ახლა იჯარით ბათუმის "დინამოს" ეკუთვნის.
გიორგი კვერნაძის პროგნოზი ბოლო დროს საგრძნობი გახდა. 18 აგვისტოს მისი "ფროზინონე" "სამპდორიას" მასპინძლობით იწყებს. რამდენად შეძლებენ ისინი კვლავ მაღალი მიზნები შეინარჩუნონ, ამის თქმა გაგვიჭირდება. მთავარია, კვერნაძემ მეტი ნდობა იგრძნოს.
გასულ სეზონში აღზევებამდე ცოტა დააკლდა ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზეს." ამ გუნდის განაცხადში 19 წლის ნახევარმცველი, დაჩი ლორთქიფანიძეცაა. კრემონელთა შესაძლებლობების შესახებ მალე უნდა გავიგოთ.
დაველოდოთ, სექტემბრის დადგომამდე კიდევ რა შეიცვლება!...
რა დაგვანახა "ნაპოლის" მატჩმა ჩემპიონატის წინ? - ხვიჩას პენალტის ამბავი და ასე ხდებიან დიდები!..