"ლივერპულთან" შეთანხმება შედგა, ირკვევა ბოლო დეტალები - რა გუნდია და ვინ არიან "ბორნმუთის" მეკარეები, სადაც სავარაუდოდ, მამარდაშვილი იჯარით წავა

AutoSharing Option
გავლენიანი და სანდო იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ლივერპულში" გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერზე უახლოეს ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, "მერსისაიდელებმა" და ჩვენებურმა უკვე ყველა დეტალი შეათანხმეს. "ვალენსიას" ქართველი კიპერი თანახმაა, 1 ან 2 სეზონი განათხოვრებით რომელიმე გუნდში ითამაშოს, (სავარაუდოდ, "ბორნმუთში") ალისონის წასვლის შემდეგ კი "ენფილდზე" ძირითადი მეკარის სტატუსი ირგუნოს. 

რომანო გვაუწყებს იმასაც, რომ გიორგის აგენტი და "მერსისაიდელთა" წარმომადგენლები ახლა ვალენსიაში იმყოფებიან, სადაც ბოლო დეტალებს აგვარებენ, მაგრამ საბოლოო თანხმობა "ღამურებს" ჯერ არ მიუციათ. 

საინტერესოა, რა გუნდია "ბორნმუთი" და ვინ არიან დღეს მისი
მეკარეები. "ალუბლების" კიპერი ნორბერტო ნეტო იცავს, რომელსაც სწორედ "ვალენსიაში", "ფიორენტინაში", "იუვენტუსსა" და "ბარსელონაში" უასპარეზია. 

გუნდში ასევე ირიცხებიან 24 წლის უილიამ დენისი და 25 წლის მარკ ტრავერსი. "ბორნმუთმა" გასულ სეზონში პრემიერ ლიგის ცხრილში მე-12 ადგილი დაიკავა და ინგლისის ჩემპიონატის ერთ-ერთ "კერკეტ კაკლად" და ლამაზი ფეხბურთის მოთამაშე კლუბად ითვლება.
მკითხველის კომენტარები / 30 /
დილეტანტებო, რატომ გგონიათ ბორნმუთი ვალენსიაზე ნაკლები გუნდი ? ან ზოგადად, ნებისმიერი ინგლისური გუნდი, ქვედა ლიგისაც კი, 85-ე წუთზე 0-4-ს რომ აგებდეს, თუ მიუშვი, იმ დარჩენილ წუთებში 3 ბურთს შეგიგდებს. მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ეპატიჟებიან და თქვენ აქ რას იპრანჭებით ? "დაკარგული სამოთხის" დროიდან ჩვენს უკუდო ამპარტავნებას საშველი არ ადგება. ლივერპული მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდების სამეულშია - გადახედეთ მის ტიტულებს, "ენფილდზე" კი სხვა ქვეყნების გულშემატკივრებს ჰკითხეთ, თქვენ თუ არ გაგიგიათ
ზურა
23:56 14-08-2024
0
წარმატებები მამარდ! გისურვებ ლივერპულის ლეგენდა გახდე! უდიდესი კლუბი, უდიდესი ქომაგით!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული