ყველა შეტევის ორგანიზატორი. ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "უოტფორდმა" ისევ მოიგო[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის მეორე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „სტოკი“ 3:0 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის შეტევებს ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობდა, სამჯერ გაიყვანა პარტნიორები ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ მათ მიზანს ვერ მიაღწიეს. გიორგიმ ორჯერ უშედეგოდ სცადა საჯრიმოდან გატანა, შესვენების შემდეგ კი „უოტფორდმა“ ორწუთიან ინტერვალში ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. თავი კაიემბემ და ენდრიუსმა გამოიჩინეს. მერე ჩაკვეტაძის სწრაფი გარღვევისა და პასის შედეგად კაიემბემ გაიტანა და დუბლი შეასრულა.

"ჩაკვე" 84-ე წუთზე შეცვალეს და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: whoscored 8.2, sofascore 8.2, flashscore 8.1.

„უოტფორდმა“ ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
და 24 აგვისტოს „დერბის“ მიიღებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - სტოკი 3:0
გოლები: 1:0 კაიემბე (47), 2:0 ენდრიუსი (49), 3:0 კაიემბე (73)

მკითხველის კომენტარები / 21 /
მადლობა ყველაზე ინტელექტუალ ქართველს ფეხბურთელს! გიო, შენ ბევრ ქართველ გულშემატკივარს დააწყებინე ფეხბურთის ყურება. მადლობა კიდევ ერთხელ!
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
09:00 18-08-2024
1
ჩაკვეს პირველი მე ვაკრიტიკებდი ტრამვის შემდეგ მისი თამაში ვერ ვნახე მეთქი. ეხლა ძალიან მოუმატა და ამით გახარებული ვარ. ამდენი კარგი კომენტარია მასზე და ვიღაც ბნელები დისლაიქებს უწერენ. არ გინდათ რომ ამ ბიჭმა უმაღლეს დონეზე ითამაშოს???
დავით 67
06:13 18-08-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული