"ლივერპულის" ზაფხულის პირველი შენაძენი - გადაწყდა, მამარდაშვილი ამ კვირაში ინგლისური გრანდის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დღეს, 21 აგვისტოს "ლივერპულისა" და "ვალენსიას" წარმომადგენლების კიდევ ერთი შეხვედრა შედგა, სადაც გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი განიხილეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რო გარიგება ამ კვირაში ოფიცილურად უნდა დასრულდეს, ახლა მხოლოდ მცირე დეტალებიღა დარჩა შესათანხმებელი, რის შემდეგაც ქართველი "მერსისაიდელთა" ფეხბურთელი და 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პირველი შენაძენი ოფიციალურად გახდება.

გიორგი 1 სეზონით "ვალენსიაში" იჯარით დარჩება, შემდეგ კი "ლივერპულში" გადაბარგდება და ალისონს ჩაანაცვლებს, რომელიც ამ სეზონის შემდეგ სავარაუდოდ, "ენფილდს" დატოვებს.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ეს არის არა მარტო ამ ოქროს ბიჭის..ან ქართული ფეხბურთის..არამედ ყველა ქართველის გამარჯვება..როცა ნებისმიერი ქართველის წარმატება ერთად გაგვიხარდება...აი მაშინ ვიქმებით ოს დიდებული ერი რომლითაც ვამყობთ..გილოცავ გიო..ვულოცავ საქართველოს..
კიეზა
21:42 21-08-2024
0
იმრავლე ქართულო გენო, მამარდაშვილები, კვარაცხელიები, ჩაკვეტაძეები, მიქაუტაძეები, დავითაშვილები და ასე შემდეგ ამრავლოს ღმერთმა !!!
გიორგი
21:32 21-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული