ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს, ტრანსფერი კი სულ მალე გაოფიციალურდება. "სქაუზერები" "ღამურებს" ქართველი კარის დარაჯის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაუხდიან, შემდეგი გაყიდვიდან კი ესპანური კლუბი ტრანსფერის 10%-ს მიიღებს.
მოგეხსენებათ, ამ გარიგებიდან 10% თბილისის "დინამოს" ერგება. ქართული კლუბი გიორგის "ლივერპულში" ტრანსფერიდან 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, "მამარდას" "დინამოს" რიგებში არცერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.
ცნობისთვის, დიდი ალბათობით, გიორგი "მერსისაიდულ" კლუბში გადასვლის შემდეგ, იჯარის წესით ერთ სეზონს კვლავ "ვალენსიაში" გაატარებს.
მამარდაშვილიდან კვარაცხელიამდე - "ნაპოლის" მწვრთნელს პრეზიდენტთან უკვე აალებადი ურთიერთობა აქვს...
რა თანხას გამოიმუშავებს მამარდაშვილი "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ - ცნობილი გახდა, რა დეტალები დარჩათ შესათანხმებელი ინგლისელებს "ვალენსიასთან" ქართველის ტრანსფერის გასაოფიციალურებლად