მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მისი გარჯა კი sofascore-მ და flashscore-მ 7.3 ქულით შეაფასეს.
„შტურმმა“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, 9 ქულით მეორე ადგილზეა, 28 აგვისტოს გასვლაზე თასზე „რიდს“, ხოლო 31 აგვისტოს ჩემპიონატის მეხუთე ტურში სახლში „ტიროლს“ დაუპირისპირდება.
გრაცი. „მერკურ არენა“
შტურმი - ალტახი 2:1
გოლები: 1:0 ბიერეტი (65), 2:0 ჰორვატი (78), 2:1 გუგანიგი (87)
კიტეიშვილმა გაიტანა - "შტურმმა" "აუსტრიას" მოუგო [VIDEO]