რუმინეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში, ბუქარესტში "დინამოსთან" წაგებულ მატჩში (1:2), კრაიოვას "უნივერსიტატეას" ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი 49-ე წუთზე დაშავდა და შეცვალეს.
რუმინული "ფანატიკის" ცნობით, ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა, წინასწარი დიაგნოზით ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი და შეიძლება წელს ვერ ითამაშოს.
ორშაბათს მექვაბიშვილს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდება და ტრავმის ზუსტი ხარისხი დადგინდება.
ქართველი "უნივერსეტატეასთვის" ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია (750 ათასი ევრო), ჩემპიონატის 6 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი ლიდერია.