კაშიას "სლოვანმა" დრამატულ მატჩში "მიდტიულანდს" სძლია და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში „სლოვანმა“ საკუთარ მოედანზე „მიდტიულანდი“ 3:2 დაამარცხა (პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა) და კლუბის ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და ტოლიჩმა დააწინაურა, რომელმაც მარტინესი ჩამოიცილა და ოლაფსონის კარი დალაშქრა. ამას სტუმრების იერიშები მოჰყვა და ოსორიოს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარე ტაკაჩმა მოიგერია. 41-ე წუთზე შიმშირმა ანგარიში გაათანაბრა, 50-ეზე კი ჯუმ დანიური გუნდი წინ გაიყვანა. ბრატისლაველები შტურმზე გადავიდნენ, ტოლიჩმა და ბარსეგიანმა შორიდან გაიტანეს და ანგარიში 3:2 გახდა. კომპენსირებულ დროში „მიდტიულანდის“ მცველის,
ანდერსონის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და „სლოვანმა“ გაიმარჯვა.

მასპინძელთა გუნდის 37 წლის მცველმა გურამ კაშიამ შეუცვლელად და უშეცდომოდ ითამაშა.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“
სლოვანი - მიდტიულანდი 3:2
გოლები: 1:0 ტოლიჩი (33), 1:1 შიმშირი (41), 1:2 ჯუ (50), 2:2 ტოლიჩი (82), 3:2 ბარსეგიანი (86)

altკაშიას კარგი მატჩი, "სლოვანის" ფრე "მიდტიულანდთან" და ერთი ნაბიჯი ჩემპიონთა ლიგამდე

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ვაისი!! ძალიან მაგარი მწვრთნელია.. გულდასაწყვეტია რომ მაკედონიასთან ბევრი რამ დაემთხვა... კაშიას ოცნებაც რომ ახდა ძალიან გამიხარდა !!
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული