სერია B-ს მესამე ტურში, საკუთარ მოედანზე "პალეროსთან" წაგებულ მატჩში (0:1) "კრემონეზეს" მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, საფინალო სასტვენის შემდეგ კი მსაჯმა ფრანჩესკო ფურნომ წითელი ბარათი უჩვენა.
თან ლოჩოშვილმა არბიტრს მხარი გაჰკრა და ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. კრემონულ კლუბს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.
ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია აგრეთვე "კრემონეზეს" მწვრთნელის, ჯოვანი სტროპას ასისტენტმა ჯუზეპე ბრეშამ მიიღო, რომელიც მსაჯს გასახდელში არ უშვებდა.