ლოჩოშვილმა მატჩის შემდეგ წითელი ბარათი მიიღო და მკაცრად დასაჯეს

AutoSharing Option
სერია B-ს მესამე ტურში, საკუთარ მოედანზე "პალეროსთან" წაგებულ მატჩში (0:1) "კრემონეზეს" მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, საფინალო სასტვენის შემდეგ კი მსაჯმა ფრანჩესკო ფურნომ წითელი ბარათი უჩვენა.

თან ლოჩოშვილმა არბიტრს მხარი გაჰკრა და ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. კრემონულ კლუბს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.

ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია აგრეთვე "კრემონეზეს" მწვრთნელის, ჯოვანი სტროპას ასისტენტმა ჯუზეპე ბრეშამ მიიღო, რომელიც მსაჯს გასახდელში არ უშვებდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რა იყო ლოჩო, რამ გაგამხეცა?
ivan
20:22 30-08-2024
2
ოეეე ქართველები არ ხაართ?? გავი სხვა ეპიზოდში დაიმტვრა ეს ერთი და მეორეც რა გემართებათ???? პენალი რო აიკიდა პორტუგალიასთან მაშინ არ იყო შკაფი?? ლოჩოა ოქროს ბიჭი სუ ვარჯიშში და ქვეყნის სიყვარულში გავი თავის პატრონმა იტიროს და პედრიც ჩვენ ჩვენების გვერდით უნდა ვიდგეთ გაიგეთ ეს.
მირო+
15:18 31-08-2024
2

სიახლეები პოპულარული