არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 29-ე ტურში გიორგი არაბიძის "ულსან ჰიუნდაიმ" საკუთარ მოედანზე "პოჩანგს" უხვგოლიან შეხვედრაში 5:4 სძლია, ქართველმა ფეხბურთელმა კი დუბლი მიითვალა.

26 წლის ჩვენებურმა მეტოქის კარი მე-6 და 36-ე წუთზე აიღო. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ გიორგი შეცვალეს და ჯერჯერობით უცნობია, ეს ტრავმით ხომ არ არის გამოწვეული.

ეს სამხრეთ კორეის ჩემპიონატში არაბიძისთვის სადებიუტო გოლები გახლდათ. მას აქამდე ჩემპიონატში სულ 18 წუთი ჰქონდა ნათამაშები, თასზე კი - 25.

ინფორმაციისთვის, სამხრეთ კორეის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. 
"ულსან ჰიუნდაი" პირველზეა და უახლოეს მდევარ "გაგვონს" 1 ქულით უსწრებს, თუმცა მეტოქეს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 9 /
გიოურგი არაბიძე! ნაკრებში!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ვილი სანიოლს!
19:34 31-08-2024
0
უმაგრესი ჯარიმა გაიტანა, ლეო მესის სტილში! გამოიძახეთ თქვე ოხრებო ნაკრებში!
ყოჩაღ!
18:51 31-08-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული