ჩემპიონშიფის მეოთხე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „შეფილდ იუნაიტედთან“ 0:1 დამარცხდა.
მასპინძლები დებიუტში დაწინაურდნენ, რის შემდეგაც სტუმრებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, როდესაც გიორგი ჩაკვეტაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. მე-16 წუთზე „იუნაიტედმა“ პენალტი მოიპოვა, თუმცა კიფერ მურის დარტყმული ბურთი მეკარე დანიელ ბახმანმა მოიგერია. მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, ჩაკვეტაძე აქტიური იყო, პარტნიორებს რამდენიმე კარგი პასი გაუკეთა, კარშიც დაარტყა, მაგრამ ბურთი მეკარე მაიკლ კუპერმა მოიგერია. გიორგი 77-ე წუთზე შეცვალეს, ანგარიში კი არ შეიცვალა.
ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 7.0, sofascore. 7.0, whoscored 6.6.
„უოტფორდმა“
ჩემპიონატზე ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ მარცხი განიცადა, 9 ქულით მესამე ადგილზეა და 14 სექტემბერს „კოვენტრის“ უმასპინძლებს.
შეფილდი. „ბრემოლ ლეინი“
შეფილდ იუნაიტედი - უოტფორდი 1:0
გოლი: 1:0 ბახმანი (2, საკ. კარში)
გამოუყენებელი პენალტი: მური (16, შეფილდ იუნაიტედი)