Geo Team: გურამ გიორბელიძე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

AutoSharing Option
გურამ გიორბელიძე კარიერას თურქეთის მეორე ლიგის კლუბ "ერზურუმსპორში" გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

გიორბელიძემ "ერზურუმსპორთან" 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და თურქულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

გური ბოლოს ნოვი სადის "ვოივოდინას" ღირსებას იცავდა, სხვადასხვა დროს კი ბოლნისის "სიონში", გორის "დილაში", ავსტრიულ "ვოლფსბერგში", დრეზდენის (გერმანია) "დინამოში", პოლონურ (ლუბინი) "ზაგლემბიში" და ბათუმის "დინამოში" უთამაშია.

2021 წლის 25 მარტს, შვედეთთან გასვლით საკვალიფიკაციო მატჩში, შედგა მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომლის მაისურაც 11 შეხვედრაში მოირგო.

altგიორბელიძემ "ვოივოდინასთან" კონტრაქტი გააფორმა

altგიორბელიძე ნაკრებზე, ჩაკვეტაძეზე, იაშვილსა

და ქართულ სამზარეულოზე

altნახეთ რა ითამაშა გურამ გიორბელიძემ "ჰაიდენჰაიმის" წინააღმდეგ?! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
კიდევ კარგი, დრეზდენს ფრჩხილებში გერმანია მიუწერეთ თორემ მკითხაობით დავიტანჯებოდით თქვენი ერთგული მკითხველები...
დდდ
13:57 07-09-2024
1
მაგრად მომწონდა ეს და ჩაბრაძე. აქვთ კიდევ შანსი რომ მოხვდნენ ნაკრებში. ნამდვილად არ გვყავს დასაკარგი ბიჭები. ორივეს წარმატებებს ვუსურვებ!
რა ვიცი
14:07 07-09-2024
0

სიახლეები პოპულარული