გამოცემა იმასაც წერს, რომ ქართველი სერია A-ს მე-4 ტურში გასვლაზე "კალიარის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნება.
კონტე 3-4-2-1 სქემას აირჩევს, სარდინიაზე ცენტრფორვარდი რომელუ ლუკაკუ იქნება, ხვიჩა კი მის უკან იმოქმედებს.
ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც კვარაცხელია და ლუკაკუ ძირითად შემადგენლობაში თამაშს საწყისი წუთებიდანვე დაიწყებენ.
ინფორმაციისთვის, "კალიარისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 15 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.