დიდი ალბათობით "უოტფორდის" ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის "კოვენტრისთან" მატჩისას მიღებული ტრავმა სერიოზული არაა.
"უოტფორდის" მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ BBC Sport-ს განუცხადა, რომ პირველადი მონაცემებით ჩაკვეტაძე სერიოზულად არ დაშავებულა და ზურგის კუნთის სპაზმი აქვს.
საბედნიეროდ ვარაუდი, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს მუხლის მყესი დაუზიანდა, მართალი არ გამოდგა.
ჩაკვეტაძემ საგოლე პასი გააკეთა და ტრავმა მიიღო [VIDEO]
დიდი იმედია, რომ მომავალში გიორგიც და ასევე სხვა ფეხბურთელებიც ყურადღებას მიაქცევენ როგორც თამაშის დროს ასევე ვარჯიშის დროს დატვირთვის სწორ-უსაფრთხოდ განაწილებას!
მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ჩაკვეს!