"ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე "ნორვიჩთან"?" - კლევერლიმ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
"უოტფორდის" მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობის და მომავალ ტურში მისი თამაშის შესაძლებლობაზე ისაუბრა:

"ტრავმა გაცილებით სერიოზული ჩანდა, ვიდრე სინამდვილეშია. ზურგის სპაზმი იყო, რაზეც კარგი რეაგირება ჰქონდა. საერთო ჯგუფთან ერთად არ ვარჯიშობს, მაგრამ იმედი გვაქვს, მწყობრში ჩადგება. შანსები 50-50-ზეა და ხვალინდელ ვარჯიშზე ვნახავთ, როგორ მდგომარეობაში იქნება".

"უოტფორდი" 5 ტურის შემდეგ ჩემპიოშიფში 10 ქულით მეხუთე ადგილზეა და 21 სექტემბერს სტუმრად "ნორვიჩს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბიჭბზე კი არ ვწერ ცუდს, ასეთი ორგანიზმი აქ და მისი ბრალი კი არაა, პრემიერ ლიგის დატვირთვებს მითუმეტეს ვერ გაუძლებს, ჩემი გინება არაა პრობლემა, ეგ თუ ჩაკვეს უშველის კი ბატონო მაგინეთ რამდენიც გინდა არაა პრობლემა.
gel-100-s
17:57 20-09-2024
1
სპაზმი არაფრისაგან ხომ არ დაემართა?ვფიქრობ სჯობია არ გარისკონ და უფრო მეტი დასვენების საშუალება მისცენ.არც სრული გამოკვლევა აწყენდა,თუმცა არა მგონია,ამდენზე დაიხარჯონ.ფულის გამო კი არა,დროის დაკარგვას მოერიდებიან.
სოსო
17:38 20-09-2024
0

სიახლეები პოპულარული