"კონტემ "ნაპოლიში" ეს შეცვალა... კვარაცხელია და სხვა ლიდერები ძველ მწვრთნელთან ასე იქცეოდნენ..." - Arenapoli "პარტენოპეის" ახალ დამრიგებელზე

AutoSharing Option
Arenanpoli "ნაპოლიში" ანტონიო კონტეს ჯერჯერობით დადებითად გაწეულ სამუშაოს ეხმაურება და წერს, რომ "პარტენოპეის" თავკაცს გუნდში ყველა პატივს სცემს.

"კონტე კლუბს თავის ოჯახს ეძახის და ეს მართლაც ასეა. ამას მოედანზე თითოეული მოთამაშე გრნობს. თავად შეხედეთ, "ნაპოლის" გოლების შემდეგ არამარტო მოედანზე მყოფი მოთამაშეები, არამედ მათთან ერთად სათადარიგოზე მყოფი ფეხბურთელები აღნიშნავენ.

რა არის ამის მიზეზი? - კონტე ნამდვილი მამაკაცია. ყველასთან გულრწფელია და არავისთან თვალთმაქცობს. ის მოედანზე შეუშვებს ყველა იმ მოთამაშეს, რომელიც ამას იმსახურებს.

შარშან სრულიად საპირისპირო სიტუაცია გვქონ
და. რუდი გარსია მუდმივად კამათობდა ფეხბურთელებთან და მათ შორის, ლიდერებთან.

ლიდერები ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი და მატეო პოლიტანო შეცვლების შემდეგ მწვრთნელს ჯოჯოხეთში აგზავნიდნენ.

"ნაპოლი" ინდივიდების კრებულს ჰგავდა და არა გაერთიანებულ ჯგუფს, მაგრამ კონტესთან ერთად ყველაფერი მთლიანად შეიცვალა", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული