ქართველმა ფეხბურთელმა თავისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო თამაშის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"ეს შაბათი ჩემთვის და მთლიანად გუნდისთვის ძალიან კარგი გამოდგა. ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ და თავად მე ჰეთ-თრიქი შევასრულე, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ.
ასევე მინდა გამოვყო ფანების მხრიდან შექმნილი ბრწყინვალე ატმოსფერო და მათი შესანიშნავი გულშემატკივრობა. ისინი დიდებულნი არიან! როდესაც გავიტანე, დავინახე თუ როგორ მოძრაობდნენ ისინი ტრიბუნაზე, ეს დაუჯერებელი იყო! იმედი მაქვს, შემდეგი შეხვედრების მოგებასაც
ჩემი აღნიშვნა მესამე გოლზე? - დაღლილი ვიყავი (იცინის). ეს იყო მესამე გოლი, ჰეთ-თრიქი, ყველა ჩემთან მოვიდა და აღნიშვნა დაიწყო. ჩემს პროფესიონალურ კარიერაში ერთ მატჩში 3 გოლი პირველად გავიტანე. ეს მხოლოდ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში მქონდა გაკეთებული, თუმცა პროფესიონალებში პირველად მოხდა.
ბურთის სახლში წაღებას ვაპირებ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, ადგილს სად გამოვუძებნი", - ციტირებს დავითაშვილს onefootball.
ისე - ბოდიში ძვირფასო რედაქციავ მაგრამ მეტოქე გუნდი სოშო არ იყო - ეს იყო ოსერი...