კვარაცხელია თუ ნერეში ძირითადში - კონტემ "ემპოლისთან" მატჩისთვის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
იტალიური Sky Sport-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტემ სერია A-ს მე-8 ტურის შეხვედრისთვის, სადაც "ნაპოლი" გასვლაზე "ემპოლის" დაუპირისპირდება, შემადგენლობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

იტალიელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დავიდ ნერეშის სათადარიგოთა სკამზე დასმა უჭირს, რის გამოც მასსა და კვარაცხელიას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევდა.

იტალიელმა საბოლოოდ, მაინც ქართველი ამჯობინა და ძირითად შემადგენლობაში საბა გოგლიჩიძის გუნდის წინააღმდეგ სწორედ ის იქნება.

"პარტენოპეის" რიგებში ორ ცვლილებას ვიხილავთ. მატიას ოლივეირა სანაკრებო პაუზის შემდეგ გა
დაღლილია და მის ადგილს ლეონარდო სპინაცოლა დაიკავებს, სტანისლავ ლობოტკას კი ბილი გილმური ჩაანაცვლებს.

Sportall.Ge

შეხსენებისთვის, "ემპოლისა" და "ნაპოლის" შეხვედრა 20 ოქტომბერს თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 21 /
რას უკეთებს?დე ლაურენტისი,ქართველ ფეხბურთელს,ეგ ვერანა.ნერეშსაც კი მეტი ანაზღაურება აქვს ხვიჩაზე,პოლიტზნოსაც და თვით კონტესაც კი ჯერადად მეტი,და სულ კაბალური ,ფეხბურთელისთვის ხელისშემშლელი და დროით ხანგრძლივი კონტრაქტის გამო,შესყიდვის დაბალი ფასით დაწყებული,ბრაზილიელი ბენფიკას ოცდააყ მილიონ დალარად მიეყიდა ნაპოლის,ძლიერი კონტრაქტით ფეხბურთელისთვის,ჩვენები კი "ჩაისვარენ"ოცდაშვიდ წლამდე,ხვიჩასთვის გამოუსწორებელი,ზარალით,იმ დროს როცა კვარაცხელია ლუკაკუსავით,თუ არა მეტად ,გამოსადეგია ნაპოლის წინსვლისთვის,ასაკითაც კი,დატვირთვების მხრივ "სჯობს" ბელგიელ "ფერადს"
მ.ზ.
20:39 19-10-2024
1
ფაქტია, რომ მიუხედავად ლაურას მხრიდან სავარაუდო ზეწოლისა, ამ ეტაპზე კონტე კვარას უფრო ენდობა... უფრო სწორედ, კვარა უფრო სჭირდება, რადგან ლობოტკასა და ოლივეირას არყოფნა უფრო მეტ პრობლემას ნაპოლის მარცხენა ფლანგს შეუქმნის და რაც უფრო თვალსაჩინო იქნება ეს პრობლემები, მით უფრო უკანდახეულ ხვიჩას ვიხილავთ... სამაგიეროდ, შემდეგ თამაშში, აუტსაიდერ ლეჩესთან, ძალიან დიდი ალბათობით, უკვე ნერეშს ვიხილავთ სასტარტოში, რადგან თუ კვარას ჩანაცვლებაზეა საუბარი, ამაზე კარგ დროს ვერ შეარჩევენ...
დდდ
20:12 19-10-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული