იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი) წერს, რომ "ბოლონიას" ტექნიკური დირექტორი ჯოვანი სარტორი "ემპოლისა" და "ნაპოლის" მატჩს მასპინძელთა გუნდის ახალგაზრდა ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძეზე დასაკვირვებლად დაესწრო.
გოგლიჩიძემ სერია A-ში მიმდინარე სეზონში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვირდრდა. მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
საბას სატრანსფერო ფასი 300 ათასი ევროდან 5 მილიონამდე გაიზარდა.
მე მოწონს ეს ბიჭი - გაწონასწორებული, სხარტი, თამაშის კითხვა და დაჯერებული!
ბეკენბაუერს მაგონებს. წარმატებები. გაგვახარე გოგლას ბიჭო! )