ჩემპიონშიფის მეთორმეტე ტურში „უოტფორდმა“ სახლში „ბლექბერნს“ 1:0 სძლია.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო - შეფასებები: sofascore 7.0, flashscore 7.0, whoscored 6.5.
„უოტფორდმა“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გაიმარჯვა, 19 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 2 ნოემბერს შეფილდში „უენსდეის“ დაუპირისპირდება.
უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ბლექბერნი 1:0
გოლი: კაიემბე (71, პენ)