მამარდაშვილი გაფრინდა, მოიგერია, ისევ მოიგერია და "ვალენსიას" "ხეტაფესთან" ქულა მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეთერთმეტე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ხეტაფეს“ დაუზავდა - 1:1.

მასპინძლები 0:1 მარცხდებოდნენ, მაგრამ 90-ე წუთზე პენალტით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. შემდეგ მამარდაშვილმა "ღამურები" ორჯერ აშკარა გოლისგან იხსნა. "მუნდო დეპორტივომ" მატჩის მიმოხილვა სათაურით გამოაქვეყნა - "ქართველმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა". გამოცემა აღნიშნავს, რომ მისი ორმაგი მოგერიება საოცარი, წარმოუდგენელი და შესაძლოა, წლის სეივი იყო.

მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.4, whoscored 7.0, flashscore 6.7.

„ვალენსია“ 7 ქულით აუტსაიდერია და მომდევნო შეხვედრას 31 ოქტომბერს, თასზე სტუმრად ქვედალიგურ „პარლა ესკუელასთან“ გამართავს.

ხეტაფე. „ალფონსო პერესი“

ხეტაფე - ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 ბარენეჩეა (36), 1:1 არამბარი (90, პენ)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ესა თუ ის ტელევიზია არის კერძო და გასაგებია რომ მათ აქვთ მარკეტინგული გათვლები, თუმცა ცოტა მეტი ობიექტურობა ხომ უნდა გამოიჩინოს თუნდაც სილქ უნივერსალმა, ტიპებმა რეალი-ბარსა არ აჩვენა ქართველ მაყურებელს, მსოფლიოში N1 საკლუბო დაპირისპირება(!), სამაგიეროდ დღეს აჩვენეს აიაქსი-ტილბურგი და ვალენსიას თამაშები საერთოდ დაივიწყეს, საერთოდ.ხალხი სხვადასხვა საიტებზე ვუყურებთ ვალენსიას მატჩებს, გრცხვენოდეთ.
55555
22:46 27-10-2024
3
ნამდვილი სპაიდერმენი! შოკია, უბრალოდ შოკი!
ვახო...
23:14 27-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული