"გოგლიჩიძე "ინტერთან" მატჩისას გასაძევებელი არ იყო" - იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„ინტერთან“ მატჩისას „ემპოლის“ მცველის საბა გოგლიჩიძის გაძევებაზე საკუთარი მოსაზრება იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რობერტო პრუცომ გამოთქვა.

პრუცომ რადიო Mattino Sport-ის ეთერში წამყვანის კითხვაზე, იმსახურებდა თუ არა ქართველი წითელ ბარათს უპასუხა, რომ მსაჯმა მატეო მარკეტიმ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ შეუძლიათ ჰკითხონ ათ ადამიანს, ვისაც ფეხბურთი უთამაშია და ისინი სიტუაციას განუმარტავენ, არბიტრმა გოგლიჩიძეს თავიდან  ყვითელი ბარათი მარკუს ტიურამის მიერ მომენტის გაფორმების გამო უფრო უჩვენა, თუმცა VAR-ის ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა.

Sportall.Ge

შეხვედრის შემდეგ გოგლიჩიძემ თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ დაშვებული
შეცდომიდან ბევრს ისწავლის. დისკალიფიკაციის გამო ის 4 ნოემბერს "კომოსთან" ვერ ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ნამდვილად არ იყო განზრახი უხეშობა,მაგრამ ჩემი აზრით,ნამდვილად გასაძევებელი იყო.ცოტა მეტი შეხების კუთხე და ტიურამის აქილევსის მყესი გაწყდებოდა.შეიძლება ითქვას,რომ უმძიმეს ტრავმას გადაურჩა.ნეტავი კვარას მიმართ უხეშობაზეც ასე ადეკვატურები იყვნენ მსაჯები.საბას არც მაშინ უცდია,თავის გამართლება და მერე,ბოდიშიც მოიხადა.ეს ნიშნავს,რომ იმ წამსვე მიხვდა,რაც გამოუვიდა მეტისმეტი სურვილის გამო და პროტესტის გარეშე დამორჩილდა,მსაჯის ვერდიქტს.სამომავლოდ უფრო ფრთხილად ითამაშებს.ისე,ლუკა ლოჩოშვილიც პირველივე თამაშებში გააძევეს მოედნიდან,მეტისმეტი მონდომების გამო,მეტისმეტი სიხისტით თამაშის შედეგად.ის გაძევება,ვფიქრობ სასიკეთოდ წაადგა ლუკას და დღეს გაცილებით ფრთხილად ეთამაშება მეტოქეებს.
სოსო
14:59 02-11-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული