უდრამატულეს შეხვედრაში მესის გუნდი დამარცხებულია - ლობჟანიძეს ლეგენდარულ არგენტინელთა დაპირისპირება უკვე გადამწყვეტ მატჩში მოუწევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საბა ლობჟანიძის "ატლანტა იუნაიტედმა" MLS-ის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით სუპერ დრამატულ შეხვედრაში ლიონელ მესის მაიამის "ინტერი" 2:1 დაამარცხა და სერია გადამწყვეტ მატჩამდე მიიყვანა.

ჩვენებურის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 0:1 მარცხდებოდა, თუმცა ჯერ 58 წუთზე ირლანდიელმა მცველმა დერიკ უილიამსმა, მატჩის ბოლო წამებზე კი პორტუგალიელმა ხანდრე სილვამ თითო გოლი შეაგდეს და საკუთარ კლუბს გამარჯვება მოუპოვეს. მოგეხსენებათ, დაპირისპირების პირველი შეხვედრა მაიამიში 2:1 დასრულდა და MLS-ის წესების შესაბამისად, ახლა გადამწყვეტი მატჩი უნდა გაიმართოს, რომელსაც ასევე მაიამი უმასპინძლებს.

საბა ლობჟანიძემ ტრადიციისამებრ შეუცვლელად იასპარეზა, აქტიური გახლდათ და
7-ქულიანი შეფასებაც დაიმსახურა. წყვილის გადამწყვეთი შეხვედრა 10 ნოემბერსაა ჩანიშნული.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ინტერ მაიამის მხარეს ვარ, ლეო მესის გამო! სადაც მესია, მეც იქ ვარ ქომაგობის პონტში.
გიგა
13:19 03-11-2024
52
და მესი რომ მოსკოვის სპარტაკში ან ცსკა-ში გადავიდეს მაშინ რას იზავ?
გიგას
20:51 03-11-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული