ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "სლოვანის" მეოთხე მარცხი და პსვ-ს პირველი გამარჯვება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში, პირველ სათამაშო დღეს ორი მატჩი გაიმართა.

„სლოვანი“ საკუთარ მოედანზე ზაგრების „დინამოსთან“ 1:4 დამარცხდა. მასპინძელთა გუნდში გურამ კაშიამ ყვითელი ბარათი მიიღო და 79-ე წუთზე შეცვალეს - შეფასებები: flashscore 6.2, sofascore 6.1, whoscored 5.6.  ვლადიმერ ვაისის გუნდი ისევ უქულოდაა და შემდეგ შეხვედრას ტურნირზე 26 ნოემბერს, სახლში „მილანთან“ ჩაატარებს.

პსვ-მა 4:0 მოუგო „ჟირონას“ და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ბრატისლავა. "ტეჰელნე პოლე"
სლოვანი - დინამო (ზ) 1:4
გოლები: 1:0 სტრელეცი (5), 1:1 შპიკიჩი (10), 1:2 სუჩიჩი (30), 1:3 კულენოვიჩი (54), 1:4 კულენოვიჩი (73)

ეინდჰოვენი. "ფილიპსი"

პსვ - ჟირონა 4:0
გოლები: 1:0 ფლამინგო (16), 2:0 ტილმანი (33), 3:0 საიბერი (76), 4:0 კრეიჩი (88, საკ. კარში)
გაძევება: მარტინესი (56, ჟირონა)

altჩემპიონთა ლიგა. III ტური: "რეალის" დიდებული ქამბექი და ქართველების გუნდების მორიგი წაგებები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
გულშემატკივარს მივმართავ
რამდენად კანონზომიერად მიგაჩნიათ
სლოვანი რომელიც 4 მაჩში 20 გოლს უშვებს
და ამ გუნდის ცენტრ. მცველი
ნაკრების მთავარი და შეუცვლელი ფიგურაა?
თან გყავს სერია ა-ს მცველი და არ ათამაშებ საერთოდ?! :)
1
მეგობრებო სლოვანი თუ ეგრე გააგრძელებს დაამყარებს რეკორდს ლიგის ისტორიაში მადლობა
მერაბი
10:58 06-11-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული