გამოცემა წერს, რომ ასაკიდან გამომდინარე, „ემპოლის“ 28 წლის ალბანელი მცველის, არდიან ისმაილის გადაბირებას „იუვენტუსი“ აღარ განიხილავს, რამეთუ გრძელვადიან პერსპექტივაში პრიორიტეტული ქართველის კანდიდატურაა.
აღნიშნულია, რომ ტურინული კლუბის სტრატეგია აქცენტის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გაკეთებაა, საბამ მიმდინარე სეზონში თავი კარგად წარმოაჩინა, „იუვე“ მზადაა ზაფხულში დაახლოებით 7 მილიონი ევრო გადაიხადოს და მუდმივი სათამაშო პრაქტიკისა და პროგრესირებისთვის იჯარით თავის ამჟამინდელ გუნდში დატოვოს.
გოგლიჩიძემ 14 სექტემბერს, "იუვესთან" სერია A-ს მეოთხე ტურის საშინაო მატჩში (0:0)
შეუცვლელად ითამაშა, კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და როგორც ეტყობა, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მიიქცია "ბებერი ქალბატონის" ყურადღება.
Transfermarkt-ის მიხედვით გოგლიჩიძის ფასი 5 მილიონია, „ემპოლისთან“ კი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.
იმან ხოო
მერე იქნება სხვასაც უყვარსო:)
ასეთი პონტია,ჩემო კაშო ვიცით რომ ნაკრებში ჩამოსვლა გევასება,მაგრამ იქნება სხვასაც ევასება ახალგაზრდებს დაუთმე აწი გზა.