პრიზი ზურიკოს, სამი ქულა - "სენტ-ეტიენს"

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეთორმეტე ტურში „სენტ-ეტიენმა“ სახლში აუტსაიდერ „მონპელიეს“ 1:0 სძლია.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველ ზურიკო დავითაშვილს მატჩის დაწყების წინ ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს. პირველ ტაიმში უფრო სტუმრები აქტიურობდნენ, რამაც შედეგი ვერ გამოიღო, შესვენების შემდეგ კი „სენტ-ეტიენი“ შეტევებზე გადავიდა და ბენჟამენ ბუშუარიმ დააწინაურა. მერე პირისპირ გასულ დავითაშვილს გატანა მეკარე ბენჟამენ ლეკონტმა არ დაანება. აქედან მოყოლებული „მონპელიე“ ინიციატივას დაეუფლა და მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მეორედ არ დანიშნა მათ სასარგებლოდ პენალტი. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა.

ზურიკომ ყვითელი ბარათი მიიღო და 87-ე წუთზე შეცვალეს -
შეფასებები: sofascore 6.5, whoscored 6.4, flashscore 6.2.

„სენტ-ეტიენი“ ამ მომენტისთვის 13 ქულით მეცამეტე ადგილზეა და 30 ნოემბერს გასვლაზე „რენს“ დაუპირისპირდება.

სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“
სენტ-ეტიენი - მონპელიე 1:0
გოლი: ბუშუარი (47)

altწაგებული გუნდის ფეხბურთელი დავითაშვილი საუკეთესოდ აღიარეს - sofascore-ს და whoscored-სგან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენები აშკარად გადაღლილები იყვნენ, ვერც ერთმა ითამაშა კარგად გარდა ზივზივაძისა, წიტაიშვილი შემოვიდა შეცვლაზე კარგად კიდევ, ისე მშვენიერი მარჯვენა შემტევი ფლანგელია და ნაკრებში ვერ იყენებენ ათამაშებენ რატომღაც მარცხენა მცველად.
Givi
01:05 24-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული