დავითაშვილის 66 წუთი - კაცნაკლული "სენტ-ეტიენი" "რენთან" განადგურდა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეცამეტე ტურში „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე „რენთან“ 0:5 დამარცხდა.

37-ე წუთზე სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა მატიე კაფარომ კარში დარტყმულ ბურთს საჯარიმოში ხელი მიარტყა, გააძევეს, პენალტით კი მასპინძლები არნო კალიმუენდომ დააწინაურა. კომპენსირებულ დროში გოტიე ლარსონერის კარი ლიუდოვიკ ბლასმა დალაშქრა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „რენი“ უკვე სრულად დომინირებდა, კიდევ სამი გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა 66 წუთი ითამაშა.

„სენტ-ეტიენი“ 13 ქულით ჯერჯერობით მეთოთხმეტე ადგილზეა და 8 დეკემბერს „მარსელს“ მიიღებს.

რენი. „როაზონ პარკი“
რენი -
სენტ-ეტიენი 5:0

გოლები: 1:0 კალიმუენდო (37, პენ), 2:0 ბლასი (45+6), 3:0 გუირი (53), 4:0 კალიმუენდო (61), 5:0 კალიმუენდო (67, პენ)
გაძევება: კაფარო (37, სენტ-ეტიენი)

altპრიზი ზურიკოს, სამი ქულა - "სენტ-ეტიენს"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული