"კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელი არ არის" - "მილანისა" და იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი

AutoSharing Option
"მილანისა", "ფიორენტინასა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რიკარდო მონტოლივომ Sky Sport-ის ეთერში "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

იტალიელის თქმით, "კვარა" ტოპ ფეხბურთელი არ არის.

"კვარაცხელიამ პირველ წელს ყველა გააოცა, რადგან მისი სახელი და გვარი ყველასთვის უცნობი იყო. მეტოქეები მას იმდენ ყურადღებას არ უთმობდნენ, როგორც ამას ახლა აკეთებენ.

ჩემი აზრით, ხვიჩა ტოპ ფეხბურთელი არ არის, ქართველმა უმაღლესი დონის სეზონი მხოლოდ სერია A-ში გადმოსვლიდან პირველ სეზონში შემოგვთავაზა", - განაცხადა მონტოლივომ.

altხვიჩა სხვაგანაა, გუნდი სხვაგან

- ასე ოთხეულიც გაჭირდება!..

altესეც თუ ფეხბურთია - როგორი შეფასებები მიიღო კვარაცხელიამ "ლაციოსთან" მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 26 /
მონტოლივო სათადარიგო პაკრიშკასავით სულ სკამზე ეგდო იტალიის ნაკრებში და არც მილანში წყვეტდა ვარსკვლავებს. კვარას ორი კაცი დასდევს მთელი თამაში და სულ რო ვერაფერი შექმნას, სივრცეებს ათავისუფლებს და გუნდი თუ არ უვარგა, მისი ბრალი არაა
გიორგი
17:30 09-12-2024
9
ბიჯო, კაცს სამი კაცი კეტავს და ტოპ-ფეხბურთელი არ არისო.... მარადონას არ იჭერდნენ მაგდენი. მე თუ მკითხავთ, ჟორჟიც კი ტოპია უკვე, იშვიათად ვინმემ ეგეთი გოლი გაიტანოს რაც მაგან ბოლო თამაშში შეასრულა. საერთოდ რად გვინდა ამ დაკარგული და უსახელო ფეხბურთელების შეფასებები, ჯობია გამოცდილ და კომპეტენტურ მწვრთნელებს მოვუსმინოთ. აი მაგალითად ანჩელოტის, გუარდიოლას, რანიერის, თუნდაც მოურინიოს.
ეჰ, მონტოლივო, ნეტა შენ არ უჟუჟუნებდე რააა....
16:29 09-12-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული