კიტეიშვილის ლამაზი გოლი - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ლილთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „შტურმი“ საფრანგეთში „ლილთან“ 2:3 დამარცხდა.

თამაში გახსნილი და ლამაზი სანახავი გამოვიდა: მასპინძლები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ანგარიში შეამცირა. შესვენების შემდეგ მიკა ბიერეტმა თანაფარდობა აღადგინა. თუმცა, 81-ე წუთზე „შტურმის“ კარი ჰაუკონ არნარ ჰარალდსონმა დალაშქრა და „ლილს“ გამარჯვება მოუპოვა.

კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა: whoscored 7.5, sofascore 7.2, flashscore 7.2.

გრაცულ გუნდს 3 ქულა აქვს და 21 იანვარს ბერგამოში „ატალანტას“ დაუპირისპირდება.

ლილი.
„პიერ მორუა“

ლილი - შტურმი 3:2
გოლები: 1:0 საჰრაუი (37), 2:0 ბაკერი (45+2), 2:1 კიტეიშვილი (45+4), 2:2 ბიერეტი (47), 3:2 ჰარალდსონი (81)


altკიტეიშვილის საგოლე გადაცემა - "შტურმმა" გაიმარჯვა

მკითხველის კომენტარები / 7 /
მას შემდეგ რაც კიტეიშვილი ოცნების კლიპში გამოჩნდა მისი ფასი ნულია.
ჩომბე
00:28 12-12-2024
31
მთელი ოჯახი ქოცებია.
ტაბუ
01:01 12-12-2024
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული