მოისწრაფიშვილი "კოლხეთი 1913"-ის ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთის" პრესსამსახურის ცნობით, მათ გუნდში გიორგი მოისწრაფიშვილი გადავიდა:

"ფოთის "კოლხეთი 1913"-თან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ნახევარმცველმა გიორგი მოისწრაფიშვილმა, რომელსაც სანაკრებო დონეზე სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში უთამაშია.

მან თამაში ჩვენს ქალაქში დაიწყო, ხოლო 10 წლის ასაკიდან თბილისის "დინამოს" აკადემიაში იქნა მიწვეული. 23 წლის გიორგის დიდი ნაწილი სწორედ "დინამოში" აქვს გატარებული, ერთი სეზონი "თელავში" იჯარით თამაშობდა და ასევე უასპარეზია ბელგიურ " ბევერენში".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ესეც მაგარია რა . ევროპის ჩემპიონატზე U21 თამაშის მერე წავოდა ბელგიურ ბევრენეში (2 ლიგა) იქ ერთი 10 წუთი ათამაშეს , მერე მეორე გუნდში გადაიყვანეს და იქიდანაც გამოაგდეს… დინამომ ეგრევე ძირითადში დააწყებინა.. წარმოიდგინეთ ეს რა დონისაა და დინამოში რა დონის ფეხბურთელები არიან რომ ეს ძირითადში თამაშობს…მერე რატო გიკვირთ მეთევზეები რატო გიგებენო… იგივე აიღეთ სხირტლაძე ( დინამოს კაპიტანი იყო და თურქეთის მეორე ლიგაში გადავიდა. 1 ადგილზე იყო გუნდი და 3 ქართველი მიიყვანეს და რამის გავარდნენ რა თქმა უნდა იქ გოლი ვერ გაიტანა) დაბრუნდა და ძირითადიო…მიხარია ესეთო ბანძი ფეხბურთელები საერთოდ უნდა გაყარო
ცოტნე
21:47 20-12-2024
1
ეს ბიჭი მაგრად იწყებდა, მაგრამ როგორც ამბობენ დისციპლინაში ძალიან მოიკოჭლებდა და... სამწუხაროდ როგორც ბევრ ქართველს მოსდის... იმედია გადატვირთავს კარიერას ფოთში, წარმატებები...
Givi
22:39 20-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული