დავითაშვილის ერთი ტაიმი - "სენტ-ეტიენი" თასზე "მარსელთან" დამარცხდა

AutoSharing Option
საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში „სენტ-ეტიენი“ სახლში ლიგა 1-ის მეორეადგილოსან „მარსელთან“ 0:4 განადგურდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მასპინძელთა მდგომარეობა კი თავდამსხმელ სისოკოს გაძევებამ კიდევ უფრო გაართულა, რის შემდეგაც მარსელელები გრინვუდმა დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ მეკარე მობლიუს ბურთის მოგერიება მართებდა. მერე „მწვანეების“ კარი რაბიომაც დალაშქრა და პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში „მარსელმა“ კიდევ ორი გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი შესვენებაზე შეცვალეს. Sofascore-მ მისი თამაში 6.4 ქულით შეაფასა.

„სენტ-ეტიენი“ შემდეგ შეხვედრას
4 იანვარს გამართავს - ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურში „რეიმსს“ მიიღებს.

სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“
სენტ-ეტიენი - მარსელი 0:4
გოლები: 0:1 გრინვუდი (22), 0:2 რაბიო (34), 0:3 ლუის ენრიკე (68), 0:4 ჰეიბერგი (81)
გაძევება: სისოკო (21, სენტ-ეტიენი)

altზურიკოს "სენტ-ეტიენში" ახალი მწვრთნელი ჰყავს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული