"კვარა" პარიზში გაემგზავრა - CalcioNapoli24 წერს, რომ შეეძლო კლუბი უფასოდ დაეტოვებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლი მეუღლესთან ერთად დატოვა და პარიზში გაემგზავრა, სადაც დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და პსჟ-სთან კონტრაქტს გააფორმებს.

ვიდეოს CalcioNapoli24 აქვეყნებს და წერს, რომ კვარაცხელიას ფიფას მე-17 პუნქტით ისე შეეძლო წასულიყო, რომ კლუბი ცენტსაც ვერ მიიღებდა.

ხვიჩას ყველა ამჟამინდელი და ყოფილი თანაგუნდელი გამოემშვიდობა და წარმატება უსურვა. დრის მერტენსმა, რომელიც კლუბში 2013-2022 წლებში თამაშობდა, ახლა კი „გალათასარაიში“ ვიქტორ ოსიმენთან ერთად ასპარეზობს, ქართველს გამოსამშვიდებელი ვიდეოს გამო მადლობა გადაუხადა.

ვიდეო ყველა ფრანგულმა გამოცემამ გამოაქვეყნა. RMC Sport-ი წერს, რომ „კვარას“ თუ უნდოდა გულშემატკივრები აეტირებინა,
ეს გამოუვიდა, საერთოდ გუნდის გამოცვლისას ფეხბურთელების გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვები წესად იქცა, თუმცა ხვიჩამ ეს განსაკუთრებულად გააკეთა.

„პარიზიენი“ იტყობინება, რომ კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენში“ თავისი სტატუსის ფეხბურთელის შესაბამის ხელფასს მიიღებს, ადაპტაციისთვის ცოტა დრო დასჭირდება და პირველად 25 იანვარს „რეიმსთან“ ითამაშებს.

alt"გამიმართლა, რომ შენთან ერთად ვითამაშე" - დი ლორენცო კვარაცხელიას გამოემშვიდობა

alt"ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით" - ხვიჩა ნეაპოლელ გულშემატკივრებს ემოციური ვიდეომიმართვით დაემშვიდობა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
უეჭველია ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი,პსჟ არის მეექვსე გუნდი ევროპაში ,პროფესორებო გადახედეთ რეიტინგს, ხვიჩას ვუსურვებ წარმატებებს და წინსვლას ,დამიანეს ბევრ და ძმებს ვუსურვებ , მშობლებს ჯანმრთელობას,
იბერიელი
09:37 17-01-2025
2
სასწაული ამბავი მოხდა,ახალგაზრდა ტალანტი წავიდა ერთგუნდა ჩემპიონატში შეიხის გუნდში.იმ გუნდში,საიდანაც მბაპე გაიქცა და თუ პერსპექტივას ხედავდა,ეს რატომ უნდა ექნა?მეფესავეთ იყო და 40 მილიონს იღებდა,მარა მოწყინდა ფული და ტიტულები მოუნდა,ოქროს ბურთიც. პსჟდან ოქროს ბურთის პერსპექტივა ვერ დაინახა და წავიდა.ხვიჩა გადადის ამ გუნდში და ქართველი ქომაგის ნაწილი იმედოვნებს რო ლიგას მოიგებს და კიდევ ბევრ რამეს,არავინ ასახელებს მიზეზს იმისას,რითაც ხელმძღვანელობენ ამ მოლოდინისას.მიმდინარე სეზონში პსჟ ლიგაზე ძალიან ცუდად გამოიყურება,7 ქულით 25 ადგილზეა და ორი თამაში დარჩა,ამ ორიდან ერთი სიტისთან აქვს. ორივე თამაშის მოგების შემთხვევაში ფლეიოფში გადის უპრობლემოდ,მარა აქ არის ერთი მაგრამ,სიტისაც არ აქვს კარგი სიტუაცია,8 ქულა აქვს და ისიც მოსაგებად გავა. თავისუფლად შეიძლება პსჟ ვერ დაძლიოს ეს ეტაპი და ენრიკე გაუშვან,ხოდა რანაირად იგებს ლიგას? მართლა მაინტერესებს,რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას,ის ერთი ფინალი კოვიდ უბედურების სეზონში? სიტიც შეიხების გუნდია,თუმცა პრემიერლიგაში თამაშობს,ყოველკვირა გამოწვევა აქვს და გუნდი მობილიზირებულია,მომართულია.პსჟში ნახევარი ძალით იგებენ ლიგა ერთის თამაშებს,ეჩვევა გუნდი და ლიგაზე ვერაფერს ვერ შვება,ნახევარი ძალით ვერ ბავარიას მოუგებ და ვერც რეალს. უაზრო გამოვადნების მაგივრად,ველოდები არგუმენტირებულ და დასაბუთებულ მიზეზს,რითაც პსჟ ლიგას მოიგებს და კვარა ოქროს ბურთის მფლობელი გახდება. ამის მერე მე გეტტყვით რა იქნება 2-3 წელიწადში კვარას კარიერაში და როგორ განვითარდება მისი კარიერა. რუსული კლუბიდან ლარუენტისის გავლით პსჟმდე გზა ძნელი გასავლელია და ერთმანეთზე უკეთესი. წიგნი უნდა დაწეროს ამაზე,მამუკას თანაავტორობით და უთხრას ადამიანებს ეს ამბავი.ნამდვილი სენსაცია იქნება საზოგადოებისთვის,თუ როგორ განიავდა ღმერთისგან ბოძებული ნიჭი ფიფიას და ჯუღელის გამოისობით.

პ.ს. კი ვიცი რო ადამიანთა ნაწილს არგუმენტირებული საუბარი სძაგს და არგუმენტებს ისხლეტენ,კრუნჩხვებში ვარდებიან ამის მოსმენაზე. ამათთვის მთავარია აღქმა და არა ლოგიკა,ასე აღიქვავენ რო პსჟ არის მსოფლიო დონის გუნდი,დიდი ისტორიით და მენტალიტეტით. ამის საპირისპირო ყველა აზრი არის ცუდი და ტყუილი.
იასონას უდარი
07:52 17-01-2025
37
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული