
ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც პსჟ-ში გადადის, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით "ნაპოლის" კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო დაემშვიდობა:
"გამარჯობა, ჩემო მეგობარო, რაც შენ გააკეთე, სამუდამოდ დარჩება ამ ქალაქის ისტორიაში. მე გამიმართლა, რომ შენთან ერთად ვითამაშე, წარმატებები ჩემპიონო... ყველა ოცნების ასრულებას გისურვებ. მიყვარხარ".