ქართველმა დღეს დილით სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და პსჟ-სთან 4.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
პსჟ ხვიჩას ყოფილ კლუბს "ნაპოლის" 70 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს გადაუხდის. "კვარა" პსჟ-ში 7-ნომრიანი მისურით ითამაშებს, მისი სეზონური გასამრჯელო კი 9+2 მილიონი იქნება.
ქართველის დებიუტი პარიზულ გუნდში 25 იანვარს "რეიმსსთან" საშინაო მატჩში შედგება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელშეკრულებისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია იტალიიდან დროულად არ გაუგზავნეს, მაგრამ როგორც გაირკვა, საბოლოოდ ყველაფერი მოწესრიგდა.
შედარებით დიდ გამოცდილებას მიიღებს და ახალ დონეზე ავა, უკეთესი ლიგებისთვის უფრო კარგად მოემზადება.