სტეფან სიკაჩი "დინამო თბილისში" დაბრუნდა. 36 წლის მოლდოველმა მეკარემ დედაქალაქურ გუნდთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და პორტუგალიაში შეკრებაზე მყოფ გუნდს შეუერთდა.
სიკაჩი "დინამოში" 2018-2019 წლებში თამაშობდა და თბილისური გუნდის მაისურით 20 შეხვედრა ჩაატარა. მან კარიერა ყაზახეთში გააგრძელა სადაც ორ-ორი წელი "აკჟაიკისა" და "კაისარის" ღირსებას იცავდა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.