კიტეიშვილმა "შტურმთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელმა, 28 წლის ოთარ კიტეიშვილმა "შტურმთან" 2026 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი ერთი წლით გააგრძელა.

კიტეიშვილი "შტურმში" 2018 წელს თბილისის "დინამოდან" გადავიდა და მას შემდეგ გრაცულ გუნდში ყველა ტურნირზე 208 მატჩში 47 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"შტურმის" მმართველი საბჭოს დირექტორმა მიხელ პარენსენმა განაცხადა, რომ კიტეიშვილი მათი გუნდის აბსოლუტური ლიდერია და ერთად დიდი მიზნები აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებები კიტეს და საქართველოს ნაკრებს!!!
იან ობლაკი
00:16 18-01-2025
0
ძალიანაც სწორად მოიქცა ! გუნდში პატივს სცემენ ლიდერია კაპიტანია ალბათ კარგი ხელფასიც აქვს და სხვა რაღა უნდა იმ ფეხბურთელს რომელსაც კარიერის დამთავრება უახლოვდება !
zura222
00:21 18-01-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული