"ატალანტას" დამარცხების შემდეგ ლუკაკუმ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა გუნდმა "ნაპოლიმ" გასვლაზე "ატალანტას" 3:2 სძლია.

მატჩის დასრულების შემდეგ "პარტენოპეის" ფორვარდი რომელუ ლუკაკუ ადგილობრივ DAZN-ს ესაუბრა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, არის თუ არა "ნაპოლი" კვარაცხელიას გარეშეც ძლიერი.

"კვარა მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, მას საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ ახლა ჩვენ საკუთარ თავზე ვართ ორიენტირებულნი", - თქვა მოკლედ ლუკაკუმ.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული დაპირისპირება "პარტენოპეიმ" სწორედ ბელგიელის გოლით მოიგო. ლუკაკუს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრაში 8 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ძალიან კარგად ითამაშა ნაპოლიმ..მკაცრი პრესინგით ჯერ დაღალა ატალანტა და უამრავი შეცდომა დააშვებინა...თუ ნაპოლი ჩემპიონი გახდა სულ არაა გამორიცხული ხვიჩამ ერთ სეზონში ორი ჩემპიონის ტიტული მიიღოს და უნიკალურ შედეგს დადებს..პსჟ-მ არა მგონია აწი დათმოს ჩემპიონობა...წარმატებები კვარას ახალ გუნდში და ნაპოლისაც იგივეს ვუსურვებ...მის წარმატებაში კვარას წვლილი საკმაოდ დიდია
ბუჯანგა
21:36 19-01-2025
0
კვარა იმიტომ წავიდა რომ... ლავრენტას და ზოგადად იტალიელებს ჰგონიათ რომ ქართველებს (ასევე ნიგერიელებს და ა.შ.) მინიმალური ხელფასი უნდა მისცენ და კმაყოფილებიც უნდა იყვნენ. სამწუხარო რეალობაა და კვარას ამისთვისაც უწევს ბრძოლა რომ ეს სტანდარტი შეცვალოს! არ მახსენდება ქართველი უცხოურ კლუბებში ღირსეული ანაზღაურებით (მიქაუტაძეს არ ვგულისხმობ)
rigiti
17:19 19-01-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული