ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგაში ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო

AutoSharing Option
ბუნდესლიგის ოცდამეორე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ საკუთარ მოედანზე „მაინცთან“ 0:2 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: sofascore 6.3,  flashscore 6.3, whoscored 6.0.

„ჰაიდენჰაიმმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა, 21 ქულით მეთხუთმეტე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 20 თებერვალს ჩაატარებს - კონფერენს ლიგის მერვედფინალში გასასვლელ პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში „კოპენჰაგენს“ უმასპინძლებს.

ჰაიდენჰაიმ ან დერ ბენცი. „ფოიტ არენა“
ჰაიდენჰაიმი - მაინცი 0:2
გოლები: 0:1 ბურკარდტი (28), 0:2 ვაიპერი (49)

altკონფერენს ლიგა. პლეი-ოფი: დვალი გააძევეს, გოჩოლეიშვილი და ზივზივაძე შეცვლაზე შევიდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა ეტაკათ ქართველების გუნდებს, იქით ემპოლი აგებს და აგებს, აქეთ სენტ ეტიენი, ბუდუს გუნდი კიდევ ხომ საერთოდ მეშვიდე თამაშს ვუყურე ზედიზედ და 630 წუთში ბურთი ვერ მიაწოდეს ტიპებმა, რომ კარში დაარტყას მაინც გოლს ვინღა ჩივის...პ.ს. გოგლიჩიძე თავს უშველის და ზურიკოც ორივეს ეყოლება მრავლად მსურველები, მთავარია გაზაფხული არ ჩააგდონ თვითონ... აი ბუდუს კი მოუწევს უკან დაბრუნება მეორე ბუნდესლიგაში თუ სასწაული არ მოხდა...
Givi
00:43 17-02-2025
1
ძაან სუსტი გუნდია ეს ჰაიდენჰაიმი.უნდა ეცადოს ბოლოდან მესამე ადგილზე მაინც რომ გავიდეს.მასე პირდაპირ არ გავარდება.გადასასვლელ თამაშებს გამართავს მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანთან.მხოლოდ ეგ არის შანსი რომ დარჩეს ისევ ბუნდესლიგაში.ბოლოდან მესამეზე გასვლა
გიორგი
07:51 17-02-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული