"ლიონი" - პსჟ. 0:0 პირველი ტაიმის შემდეგ

AutoSharing Option
ლიგა 1-ის ოცდამესამე ტურში, „ლიონისა“ და პსჟ-ის მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

სტუმართა რიგებში ხვიჩა კვარაცხელია ისევ სასტარტოში იყო, მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ კი კარგ ფორმაში მყოფი გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა. დედაქალაქელები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, აქტიურმა კვარაცხელიამ, რომელმაც როგორც ჩანს, ადაპტაციის პერიოდი გაიარა და ლაღად მოქმედებდა, დემბელე მეკარე პერისთან პირისპირ გაიყვანა, მოატყუა, დაარტყა კიდეც, მაგრამ ზედ კარის ხაზიდან ბურთი მატამ გამოიტანა. შემდეგ ხვიჩა რამდენიმე მეურვეს დაუსხლტა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა. მომენტი „ლიონმაც“ შექმნა, როდესაც კუმბედის
გატანა დონარუმამ არ დაანება.

ლიონი. „გრუპამა სტადიუმი“
ლიონი - პსჟ

altქართული დუელი საფრანგეთში - მიქაუტაძე VS კვარაცხელია

მკითხველის კომენტარები / 6 /
დაფრინავს ბიჭი!
მანფრედ კალცი
00:39 24-02-2025
1
საულეთესოა ჩვენი ბიჭი!
გეგი
00:36 24-02-2025
1

სიახლეები პოპულარული