კვარაცხელიას და მიქაუტაძის საგოლე პასები - პსჟ-მა ჩინებულ მატჩში "ლიონს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის ოცდამესამე ტურში პსჟ-მა გასვლაზე „ლიონი“ 3:2 დაამარცხა.

სტუმართა რიგებში ხვიჩა კვარაცხელია ისევ სასტარტოში იყო, მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ კი კარგ ფორმაში მყოფი გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა. დედაქალაქელები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, აქტიურმა კვარაცხელიამ, რომელმაც როგორც ჩანს, ადაპტაციის პერიოდი გაიარა და ლაღად მოქმედებდა, დემბელე მეკარე პერისთან პირისპირ გაიყვანა, უსმანმა მოატყუა, დაარტყა კიდეც, მაგრამ ზედ კარის ხაზიდან ბურთი მატამ გამოიტანა. შემდეგ ხვიჩა რამდენიმე მეურვეს დაუსხლტა, მაგრამ მისი დ
არტყმული ბურთი მიზანს ასცდა. მომენტი „ლიონმაც“ შექმნა, როდესაც კუმბედის გატანა დონარუმამ არ დაანება.

„კვარამ“ ჩვეულ სტილში თამაში მეორე ტაიმშიც გააგრძელა, მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისაკენ შეიწია, ორი მცველი ჩამოიცილა და მის მიერ შორიდან დარტყმული ბურთი პერიმ მოიგერია. მერე კი ჰაკიმიმ „პარი სენ ჟერმენი“ დააწინაურა. ცოტა ხანში დემბელემ კვარაცხელიას პასი მიიღო, საჯარიმოში შეიჭრა და პერის კარი დალაშქრა. „ოლიმპიკმა“ შეტევებით უპასუხა, ტესმანს დონარუმამ არ გაატანინა და ხვიჩა ლუის ენრიკემ 68-ე წუთზე მცველით, ერნანდესით შეცვალა, ხოლო შემდეგ დემბელე და ბარკოლაც გაიყვანა მოედნიდან.

მე-80 წუთზე ფოფანა მიქაუტაძემ შეცვალა, ქართველმა უმალ გამოიჩინა თავი - მარიკინიოსი მოატყუა და შერკის ანგარიში შეამცირებინა. თუმცა, მალე ჰაკიმიმ დუბლი შეასრულა. მერე გიორგის მაკრატელა დონარუმამ მოიგერია. „ოლიმპიკმა“ იერიშები გააგრძელა და ტოლისომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ბოლოს მიქაუტაძის დარტყმული მცველმა დაბლოკა და მართლაც ლამაზი შეხვედრა დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს.

პსჟ 59 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 27 თებერვალს ჩაატარებს - რენში რანგით მეოთხე დივიზიონის „სტად ბრიოშინს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ლიონი“ 36 ქულით მეექვსე პოზიციაზეა და 2 მარტს „ბრესტს“ უმასპინძლებს.

ლიონი. „გრუპამა სტადიუმი“
ლიონი - პსჟ 3:2
გოლები: 0:1 ჰაკიმი (53), 0:2 დემბელე (59), 1:2 შერკი (83), 1:3 ჰაკიმი (85), 2:3 ტოლისო (90+2)

altქართული დუელი საფრანგეთში - მიქაუტაძე VS კვარაცხელია

მკითხველის კომენტარები / 35 /
დაგლიჯეს ქართველებმა !
ემვიპი ხვიჩა !
ჟორჟმა "დახატა" ...
გაიხარეთ !
2
ერთი, საშუალო დონის ფეხბურთელიაო, არააა?
დიდება საქართველოს!
გიყვარდეთ ერთმანეთი.
ლევანი
01:55 24-02-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული