
"ნაპოლიმ" სერია A-ს ბოლო 4 მატჩში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა, ლიდერობა დაკარგა და იტალიური მედიის აზრით, ამის მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლაა, რომლის შემცვლელი ვერ დაიმატეს.
spazionapoli-ში ჟურნალისტმა ჯუზეპე ფერარამ სტატია გამოაქვეყნა სათაურით - "ნაპოლის" თავისუფალი ვარდნა და კრიზისი სახელად კვარაცხელია.
ავტორი წერს, რომ ყველაფერი ხვიჩას პსჟ-ში გადასვლასთანაა დაკავშირებული, რამაც გუნდი მორალურად გატეხა, ეს კლუბის ბოლო საშინელი სატრანსფერო ფანჯრითაა გამოწვეული, 75 მილიონის სანაცვლოდ უზარმაზრი პრობლემა მიიღეს, რასაც მოთამაშეთა ტრავმები დაემატა და სიტუაცია საგანგაშოა.
არადა, ადრე ადგილობრივი საფეხბურთო ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ "კვარას" წასვლა
ნეაპოლურ გუნდს საერთოდ არ დაეტყო.