Le Parisien: ლუის ენრიკე დღეს მოედანზე შეცვლილ სასტარტო თერთმეტეულს გაიყვანს

AutoSharing Option
პსჟ საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში რენში რანგით მეოთხე დივიზიონის „სტად ბრიოშინს“ დაუპირისპირდება და მჭიდრო კალენდრის გამო, პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეიძლება შემადგენლობის როტაცია მოახდინოს.

„პარი სენ ჟერმენმა“ 2 მარტს ქვეყნის პირველობის ოცდამეოთხე ტურში „ლილს“, 6 მარტს კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლივერპულს“ უნდა უმასპინძლოს. „ლილს“ 5 მარტს ამავე ტურნირზე გასვლაზე უწევს „დორტმუნდთან“ შეხვედრა და ლიგა 1-ის ხელმძღვანელობას პარიზელებთან თამაშის გადადება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.

„პარიზიენი“ წერს, რომ ძნელი გამოსაცნობია, ესპანელი სპეციალისტი როგორ ძირითად შემადგენლობას დააყენებს სამოყვარულო „სტად ბრიოშინთან“, მაგრამ დიდი ალბათობით,
რიგ წამყვან ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას მისცემს.

პსჟ (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): საფონოვი, ერნანდესი, პაჩო, ბერალდო, ნევეში, დუე, ფაბიანი, მეილიუ, ბარკოლა, ლი, რამუში.

სათადარიგოები დონარუმა, ტენასი, ჰაკიმი, მარკინიოსი, მენდეში, ვიტინია, ზაირ-ემერი, კვარაცხელია, დემბელე და მბაიე იქნებიან.

alt"ახალი მეფე აღმოსავლეთიდან - მადლობა "ნაპოლის" "კვარასთვის" - იტალიური და ფრანგული მედია

altკვარაცხელიას ხილვა სულ გვსურს, ლუის ენრიკე მეტს გადაწყვეტს - როცა დასვენება ტონუსიდან გაგდებს...

მკითხველის კომენტარები / 7 /
ყოველ დილით როგორც კი გავიღვიძებ ეგრევე შევდივარ ინტერნეტში და ვნახულობ-ხომ ცოცხალია ჩემი გმირი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.როგორც კი დავრწმუნდები რო ცოცხალია შვებით ამოვისუნთქებ და მივდივარ ბანკში რათა ავიღო ემიგრანტი(თურქეთშია ემიგრანტი, მახმუდებს ,,უვლის")ცოლისგან გამოგზავნილი ფული.
სლავა უკრაინე. სლავა ზელენსკი. უყურეთ ტაბლიაშვილს და ნახავთ როგორი გმირია ჩემი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
არ იქნება სამართალი?
არ იქნება მშვიდობა!
ცეცხლი ოლიგარქიაააას
დავით 67
08:33 26-02-2025
47
67 წლის თუ ხარ შენ არაფერი აღარ გეშველება! მავნებლად დარჩები!
დავით 67-ს
12:07 26-02-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული