"ვიცი, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ..." - მამარდაშვილმა დაშვებული შეცდომის შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა

AutoSharing Option
ლა ლიგის 27-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" საკუთარ მოედანზე "ვალიადოლიდს" 2:1 სძლია. სტუმრებმა ერთადერთი გოლი ქართველი მეკარის შეცდომის შედეგად გაიტანეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენებურმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საუკეთესო ფორმაში არაა, თუმცა სირთულეები უფრო ძლიერს ხდის.

"ვიცი, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სირთულეები უფრო ძლიერს მხდის. მთელ ჩემს ძალისხმევას ვდებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე ჩემს საუკეთესო ფორმას. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის", - წერს მამარდაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
იმ ტრავმის მერე,თითქოს ვეღარ არის,ძველებურად თავდაჯერებული,თუმცა ვიცით მისი მაგარი ნერვების ამბავი და დარწმუნებული ვარ,სომხეთთან არ გვიმტყუნებს.ახლა ,როცა გუნდმა ქულების დაგროვება დაიწყო,მასზე წნეხი მოიკლებს და სწრაფად ჩადგება ფორმაში.
სოსო
13:22 10-03-2025
0
გიორგი მამარდაშვილი კვლავ დაამტკიცებს რაოდენ ნიჭიერია :) ეს ჩავარდნა კარგი იქნება თუ შესაბამის დასკვნებს გამოიტანს. ვფიქრობ ნაკრებშიც ორი (უკრაინა გასვლაზე და ალბანეთთან) ასაღები ბურთი გაუშვა და ეს ორივე მარცხად დაგვიჯდა :) კარგი იქნება თუ სომხეთთან გუგეშაშვილი დაიწყებს ვისაც ძალიან კარგი ფორმა და პრესა აქვს :) საბერძნეთში ვარ და ყველა აქებს მას, ამბობენ პაოკში შეთანხმებულია მისი გადასვლაო..
ქართველი
16:07 10-03-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული