პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სომხეთს 2:0 ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში, პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სომხეთს 2:0 ამარცხებს.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და პირველი მომენტი შექმნეს - ჩაკვეტაძემ მეტოქეს ბურთი აართვა, საჯარიმოში ივუსთან ბრძოლაში გაზონზე დაეცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მეტოქე თავს კომპაქტურად იცავდა და ჩვენს გუნდს სახიფათო შეტევების მიტანა უჭირდა. ისევ ჩაკვეტაძემ იაქტიურა, დაარტყა კიდეც და ბურთი მეკარე ჩანჩარევიჩმა ფეხით მოიგერია. შემდეგ ქოჩორაშვილი შეიჭრა საჯარიმოში, ჯერ მიზანს ვერ უწია, ცოტა ხანში კი მან „ჯვაროსნები“ დააწინაურა. შანსი მასპინძლებსაც მიეცათ, თუმცა სევიკიანს მამარდაშვილმა არ გაატანინა.
მერე სომხების კარი მიქაუტაძემ დალაშქრა და პირველი ტაიმი 2:0 მოვიგეთ.


ერევანი. „ვაზგენ სარგსიანი“
სომხეთი - საქართველო
გოლები: 0:1 ქოჩორაშვილი (33), 0:2 მიქაუტაძე (37)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, აზაროვი, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე

altსანიოლი: ფეხბურთი ვითარდება და სიახლეებიც საჭიროა!

მკითხველის კომენტარები / 19 /
მიქაუტაძემ აიაქსში თავის ყოფილ მწვრთნელს სამაგიერო გადაუხადა. პოკერი ჟორჟ! მიდი!
Რაგბის ფანი
21:51 20-03-2025
1
მამარდაშვილმა ასისტი გაიფორმა...
რრრ
21:53 20-03-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული