ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებსა და "ლევანტეში" წარმატებული ასპარეზობის შედეგად, 25 წლის ნახევარმცველით, გიორგი ქოჩორაშვილით არაერთი კლუბი დაინტერესდა.

სატრანსფერო ექსპერტი ეკრემ კონური თავის "ტვიტერზე" წერს, რომ "ნაპოლი" და "სპორტინგი" მზად არიან ქოჩორაშვილში "ლევანტეს" 7-10 მილიონი ევრო შესთავაზონ. ადრე კონურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქოჩორაშვილით "ტრაპზონსპორია" დაინტერესებული.

ლისაბონური კლუბი უკვე სერიოზულად არის დაინტერესებული ქართველით და პორტუგალიელი ჟურნალისტები მის თამაშს განიხილავენ.

გიორგის, რომლის ღირებულება transfermarkt-ის მიხედვით 4 მილიონი ევროა, "ლევანტესთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ გუნდმა გუშინ სეგუნდა დივიზიონის 32-ე ტურში სახლში "კატსელონს" 3:2 მოუგო, 59
ქულით ლიდერია და თუ ლა ლიგაში გადავიდა, ძნელი წარმოსადგენია ერთ-ერთ ლიდერს შეელიოს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
კაცი კვარას გვერდით თამაშობს,ზეპირად იცის მისი თავგადასავალი და სულელი ნამდვილად არ არის,ნაპოლიზე დაფიქრდეს!სპორტინგი ჩემპიონთა ლიგის გუნდია და სერიოზულად შეიძლება განიხილოს,მაგრამ ისე ჩანს,ლევანტეც გადავა ლა ლიგაში და გიორგიც ისე თამაშობს,არც ის არის გამორიცხული,ლა ლიგის გაცილებით ძლიერ კლუბში გააგრძელოს კარიერა.
სოსო
20:00 24-03-2025
3
მე დავწერე დამოდენიმეჯერ რო ქოჩორაშვილი 2-3 წელიწადში ბარსელონაში გადავა)) ისე მართლა ერთი წელია (ლუქსემბურგთან საბერძნეთთან თამაშის მერე) მაგას ვიძახი, რავი ასე ვგრძნობ, ყოველშემთხვევაში ჩემი კეთილი სურვილია, უნდა დარჩეს ამ ეტაპზე ლევანტეში და გადავიდეს ლა ლიგაში, და იქ უნდა აჩვენოს რა შეუძლია.
გიო გიო
22:06 24-03-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული